“ქართული ოცნება” რიგით მეხუთე საერთო ყრილობისთვის ემზადება. ხვალ კი ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც ითქვა, საბჭო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევს, რომელიც პოლიტიკაში გასულ კვირას ოფიციალურად დაბრუნდა.
მანამდე “ქართული ოცნება - დემოკრატიული” საქართველოს წევრები რეგიონულ კონფერენციებს ატარებენ და დელეგატებს ირჩევენ, დაამტკიცეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობების თავმჯდომარეებიც.
აჭარაში არსებული 6 მუნიციპალიტეტიდან 5-ში პარტიის თავმჯდომარე ხალხის მიერ არჩეული მერი გახდა, მერი ჩაიბარებს პარტიულ საქმიანობას სავარაუდოდ ქობულეთშიც, სადაც კონფერენცია ხვალაა დაანონსებული.