პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

29 აპრილი 2018, 00:00 1912 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშს ჯერ კომიტეტზე ხვალ და ზეგ განიხილავენ შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში 347-გვერდისგან შედგება და 2017 წელს მოიცავს. მასში საუბარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხზე. ამ კონტექსტში წარმოდგენილია 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტი. სახალხო დამცველის მიერ დოკუმენტში გაანალიზებულია პენიტენციურ, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები, მათ შორის ინფრასტრუქტურული.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისას, ხშირად ირღვევა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადები და დღემდე მოუწესრიგებელია ნარკოტესტირების პრაქტიკა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების შესახებ დაწყებული გამოძიებების არაეფექტურობაზე. ანგარიშში საუბარია მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებზე. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების არაარსებობაზე, შრომის უსაფრთხოებასა და სამუშაო ადგილებზე მუშათა დაღუპვის შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი