საქართველოს შეიარაღებული ძალები ხვალ 27 წლის იუბილეს იზეიმებს. ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელები პირველ მასშტაბურ სწავლებას გამართავენ. წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით შეხვდება, წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს.
გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას.