ევროპული საქართველოს“ კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავა პირობას დებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს, ორი დარჩენილი წელიწადი პენსიაზე ჯდომის საშუალებას არ მისცემს. გიგი უგულავა მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ სოფლებში მას მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.
მისი თქმით, ხონელებისა და ვანელების გვერდით ყოველთვის დარჩება. ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემაც. როგორც აღნიშნა ორი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.