4 წლიანი პატიმრობა დაჭრაში ბრალდებულს

27 აპრილი 2018, 00:00 1816 ნახვა

სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლების ჯუმბერ ზოიძისა და ალექსანდრე ხიმშიაშვილის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს გამოცხადა. მოსამართლემ ბრალდებული ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანების ნაწილში გაამართლა, ხოლო  იარაღის შეძენა, ტარება და  შენახვის, ასევე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ნაწილში  დამნაშავედ სცნო.

დაცვის მხარე  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  გაასაჩივრებს.  შემთხვევა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე 7 ოქტომბერს მოხდა. რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და  კომპანიის კიდევ ერთ დამფუძნებელს  ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი