აგროსერვისცენტრში ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის” სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან. პროგრამა 6 თვიანია, რომლის ფარგლებშიც მებაღეობის პრაქტიკულ კურსს 10 სტუდენტი გაივლის და მათი ანაზღაურება თვეში 150 ლარი იქნება.
სტაჟირების პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ წარმატებული სტუდენტები აგროსერვისცენტრში დასაქმდებიან.