ჯელალ ქიქავა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

26 აპრილი 2018, 00:00 1815 ნახვა

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი აჭარაში, ჯელალ ქიქავა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. ამბობს, რომ მასზე და მის მეგობრებზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები დღემდე არ დაუსჯიათ და გამოძიება ჭიანურდება.

ქიქავას თქმით,  ერთი თვის წინ მას რამდენიმე პირი თავს დაესხა. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქმეზე ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში