ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ევროპარლამენტში

26 აპრილი 2018, 00:00 2720 ნახვა

ევროპარლამენტში დღეს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-6 სხდომა გაიმართება. კომიტეტი  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის საჯად კარიმის ხელმძღვანელობით ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ. საკითხზე საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმენენ.  

სხდომაზე განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ისაუბრებს.

სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს. ინფრომაციას საქარტველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში