რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა-საკანონმდებლო ინიციატივა

25 აპრილი 2018, 00:00 1932 ნახვა

დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე, წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან და დემოკრატიულ მიდგომებთან – ასე შეაფასეს დღეს ცვლილება, რომლის ინიციატორი “პატრიოტთა ალიანსია” და რომელსაც პრინციპების დონეზე უკვე დაუჭირა მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა. საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის მოქალაქის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში მსგავსი კანონების გაუქმების წინააღმდეგ უკვე სამი წელია აქტიური კამპანიაა დაწყებული.

2015 წლიდან დღემდე რწმენასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის წესით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები 5-მა ევროპულმა ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო დანია იყო. რა წერია ინიციატივაში, რომელიც გამონაკლისის სახით ქადაგებებისას გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უშვებს და ვის ეკუთვნის იდეა? ემზარ კვიციანს, თუ სხალთის ეპისკოპოს სპირიდონს? სხალთის ეპარქიაში განმარტებას არ აკეთებენ. ზოგადად ინიციატივასთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო განცხადებები გაკეთდა დღეს საპატრიარქოში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი