გამოწვევები მედიაში, სასამართლო და საარჩევნო სისტემაში, ქვეყნის კონსტიტუცია და დემოკრატია – თემები დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე სემინარზე განიხილეს.
დღის მეორე ნახევარში კი მოხსენებები რუსეთის ფაქტორს, არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებებზე საუბარს დაეთმო. სესიების დასრულების შემდეგ საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კრიტიკული მოხსენებები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები.