ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორ დიპლომატებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს – განაცხადა ბათუმში მყოფმა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი და შეიარაღებული დაპირისპირება საქმის მიმდინარეობას ართულებს.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მეზღვაურების საკითხი დადებითად გადაწყდება.
ლიბიაში ქართველი მეზღვაურები გასულ წელს დააკავეს. ისინი ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან.