ხვალ ბათუმი საერთაშორისო ნახევარმარათონს უმასპინძლებს. გარბენში საერთაშორისო დონის სპორტსმენები და მსოფლიო მარათონების მონაწილეები ჩაერთვებიან. ქალაქს 32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვევა.
Great Batumi Night Race-ს არაერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს, მიზანი ქველმოქმედება და ბათუმის პოპულარიზაციაა. მართონთან დაკავშირებით ხვალ საღამოს 7 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.
მსგავსი მასშტაბის გარბენს პატრულირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს, პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ მანქანების ნაკადების სხვა ქუჩებზე გადართვას.