პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები დღეს ტყიბულის შახტში ჩავლენ. ჯანდაცვის კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით ისინი უშუალოდ მოინახულებენ ტყიბულის შახტს და სამასი მეტრის სიღრმეში ჩავლენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო მეშახტეთა სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე, სადაზღვევო პაკეტის გაფართოებასა და საპენსიო ასაკის დაწევაზე იმსჯელებს.