რეზო ხარაზი და სოლომონ ბაჯელიძე 250- 250 ლარით დააჯარიმეს 

19 აპრილი 2018, 00:00 1691 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ორი წევრი, რეზო ხარაზი და სოლომონ ბაჯელიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმის სახით 250- 250 ლარის გადახდა დააკისრა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.ბრალდებულების ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავდა. პაატა დიასამიძე ამბობს რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

''ნაციონალური მოძრაობის'' ორი წევრი სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ისინი ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ხეების ტრანსპორტირების პროცესს აპროტესტებდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი