ანგისის სპორტული ბაზის გახსნა გადაიდო

15 აპრილი 2018, 00:00 3413 ნახვა

ანგისის სპორტული ბაზის გახსნა 1 მაისამდე გადაიდო. სწორედ ამ დღეს მიიღებს ბათუმის დინამო საკუთარ მოედანზე “მარტვილის მერანს” დღეს კი გუნდი “ნორჩ დინამოს” ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ტორპედოს მოედანზე შეხვდება. “ბათუმის დინამოს ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ სპორტული ბაზის გახსნა, რომელიც 14 აპრილს იყო ჩანიშნული რამდენიმე გარემოებამ შეაფერხა. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით ბაზის გასახსნელად მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაა დარჩენილი. სპორტული ბაზის ასაშენებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ანგისის სპორტული ბაზა ბათუმის მერიამ  საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმს“ მოვლა-პატრონობისთვის უკვე გადასცა. 72 ათას 626 კვ/მ ტერიტორია აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, სადაც ანგისის სპორტული ბაზაა განთავსებული, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ბათუმის მუნიციპალიტეტი ფლობს დღეს შპს „დინამო ბათუმის“ 100% წილსაც. ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა შპს „ენერგოსექტორმშენმა“ დაიწყო, რომელთანაც ბათუმის მერიამ ხელშეკრულება, აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ქალაქის მერიას 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული კომპანიისთვის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული ბაზა 2016 წლის 17 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.  ახალი ხელშეკრულება 4 116 170 ლარზე „მონოლითი 2005“-თან მერიამ მიმდინარე წლის 29 მარტს გააფორმა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი