მოსკოვი ქართველ დიპლომატს აძევებს

13 აპრილი 2018, 00:00 2449 ნახვა

რუსეთი საქართველოს სარკისებურად პასუხობს. მოსკოვმა შვეიცარიის საელჩოდან საქართველოს ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ე.წ. ,,სკრიპალების საქმეზე" ოფიციალური თბილისის მიერ ლონდონისადმი სოლიდარობის ნიშნად გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა მხარემ, დიდი ბრიტანეთის დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით თბილისის უსაფუძვლო გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, საქართველოს ინტერესების დამცველი მიუღებელ პირად გამოაცხადა. მან რუსეთის ტერიტორია 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს.

შესაბამისი ნოტა 13 აპრილს რუსეთში შვეიცარიის საქმეებში დროებით რწმუნებულს პატრიკ ფრანცენს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი