ბათუმის თოჯინების თეატრში გერმანულმა თეატრალურმა ჯგუფმა უნვერ პოტსდამის სპექტაკლი წარმოადგინა. იგი თანამედროვე სოციალური მედიის ახალგაზრდებზე გავლენას ეხება. კონსტრაჟურული განათება, ცეკვა, ცოცხალი მუსიკა, რომლის საშუალებითაც მაყურებელი იწყებს მოგზაურობას ევროპის თანამდეროვე პერიოდიდან მომავალ, გლობალიზებულ სამყაროში.
სპექტაკლის ჩვენება პროექტ “არტხიდის” ფარგლებში მოხდა, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიის თაოსნობით შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ქართველმა სტუდენტებმა არა ერთი სპექტაკლი და გამოფენა გამართეს, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. პროექტის მხარდამჭერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.