''ფრიდომ ჰაუსის''-ის ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება

12 აპრილი 2018, 00:00 1932 ნახვა

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა. “არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიიჩნევს, რომ ანგარიშში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკა დაუსაბუთებელია. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში რეიტინგი, ღიმილისმომგვრელია.

“ფრიდომ ჰაუსმა” გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში „არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საქართველოს დემოკრატიულ ფუნქციონირებაში“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი