სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ტურნეს იწყებს

12 აპრილი 2018, 00:00 2447 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ''არსიანი'' ტურნეს იწყებს. კონცერტები ქვეყნის მასშტაბით სამ ქალაქში _ თბილისში, თელავსა და გორში გაიმართება. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგება. რეპერტუარში სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული ნომრებია შესული. თითქმის საათნახევრის განმავლობაში 21 ნომერი შესრულდება.

ტურნე 15 აპრილს დედაქალაქით იწყება. ანსამბლის წევრებმა დღეს გენერალური რეპეტიცია გაიარეს. საქართველოს ქალაქების შემდეგ ''არსიანი'' გასტროლით საზღვარგარეთ გაემგზავრება, მათ შორის დაგეგმილია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი კიევში.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში