მარტში ტურიზმიდან შემოსავალი 237 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკურ ანგარიშებზე დაყრდნობით გამოცემა ჯი-ბი-სი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მარტის მაჩვენებელი 2017 წლის სექტემბრიდან ყველაზე მაღალია.
მარტში საქართველოს 579 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის 24 საათზე მეტი ქვეყანაში 292 ათასი პირი დარჩა.