ხულოს სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა დღეს აღდგება

07 ივლისი 2016, 00:00 2982 ნახვა

ხულოს მაღალმთიან სოფლებში, ბაკოს, მთის უბანსა და ზედა და ქვედა თხილვანაში რამდენიმე საათში აღდგება მოძრაობა-ინფორმაციას ხულოს გამგებელი ადასტურებს. ბესიკ ბაუჩაძის განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში მისვლა მას შემდეგ იყო შეუძლებელი რაც, გუშინ ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდი, რომელიც აკავშირებს ამ სოფლებს. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი