გაცდენები სკოლებში - სიახლეები მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის

11 აპრილი 2018, 00:00 2428 ნახვა

24  აპრილიდან მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ სკოლაში გაცდენილი გაკვეთილების საათებს აღარ დაითვლიან.  ეს ნიშნავს იმას, რომ  აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ისარგებლონ.  

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.  თუმცა  24 აპრილიდან  18  მაისის  ჩათვლით პერიოდში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.  ამასთან,  მე-12  კლასელებისთვის წელს სწავლა  18  მაისს დასრულდება.
 

ამავე კატეგორიაში