საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა - Freedom House

11 აპრილი 2018, 00:00 2689 ნახვა

“ფრიდომ ჰაუსი” ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების იდექსი გაუარესდა, თავისუფალი მედიის რეიტინგი 4.00 ქულიდან 4.25 ქულამდე დაეცა. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, ანგარიშის თანახმად, მაჩვენებელი 4.75 ქულიდან 5.00 ქულამდე შემცირდა. შეფასების შკალაში ცვლილება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში უკანონო დეპორტაციის საქმეს უკავშირდება. 

დემოკრატიის მაჩვენებლით, საქართველოს 2018 წლის ანგარიშში 4,68 ქულა აქვს, აღნიშნულ სისტემაში 1 ქულა ყველაზე დემოკრატიულს ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს პოზიციები შარშანდელთან შედარებით  გაუარესდა. 

დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე.  "საქართველოში საარჩევნო პროცესები წლიდან წლამდე უმჯობესდება, თუმცა  ოლიგარქის კონტროლი ნეგატიურად აისახება პოლიტიკასა და პოლიტიკურ არჩევნებზე" - წერია დოკუმენტში.  

 "მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, ერთწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, თუმცა მმართველს პარტიაზე კონტროლს ინარჩუნებს. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები და თბილისის განვითარების გეგმა კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას" -  ნათქვამია Freedom house-ს ანგარიშში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი