მსჯელობა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

07 ივლისი 2016, 00:00 3918 ნახვა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე განხილვა გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საგარეო საქმეთა კომიტეტის დღის წესრიგის თანახმად, მომხსენებელი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების შესახებ ევროპარლამენტარი ანდრეას მამიკინსი იქნება. 4 ივლისს საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ანგარიში წარადგინა და ევროპელ დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი