ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიის მიერ მწვანე კონცხზე საბაგირო ხაზის დემონტაჟისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას აპროტესტებს.
საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიზერულ ფასად იმ მოტივით გადაეცა, რომ იქ დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩაიდებოდა, ამიტომ ქამადაძე თვიმმართველობის მხრიდან თანხების ხარჯვას არამიზნობნრივს უწოდებს.
მერიაში აცხადებენ, რომ საბაგირო ხაზი მერიის საკუთრებაა და იგი კერძოსთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაშიც რჩება. ამასთან მერიაში განმარტავენ, რომ საბაგირო ხაზი დიდი ხანია ამორტიზებულია და ბოტანიკურ ბაღში შემსვლელ ვიზიტორებს საფრთხეს უქმნის. სამუშაოებისთვის 60 ათასი ლარი გამოიყო.