ნიგერიელ სტუდენტებს სცემეს

09 აპრილი 2018, 00:00 2709 ნახვა

რა მოხდა თბილისში ნიგერიელ სტუდენტებსა და დიღმის მასივში მცხოვრებ მოსახლეობას შორის? შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.  საქმე ეხება შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმას, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კანის ფერის გამო მიაყენეს.

განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან ადგილობრივები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო. საქმე არ აღძრულა შესაძლო დისკრიმინაციის მუხლით, თუმცა შესაძლოა გამოძიება ამ მიმართულებითაც წავიდეს.  ნიგერიელი სტუდენტები ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში