ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრების ამოცნობა მიმდინარეობს. ექსპერტიზის ბიუროში ტყიბულში დაღუპულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა,
დაშავებულია სამი მეშახტე. მინდელის შახტაში დაშავებულ ერთ-ერთ მეშახტეს ტყიბულის საავადმყოფოდან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანენ. მესამე პაციენტის გადაყვანა დიაგნოსტიკისთვის ხორციელდება.
„საქნახშირის“ დირექტორის განცხადებით, უბედური შემთხვევა სამთო დარტყმას უკავშირდება. ჯამბულ ჯაყელის თქმით, როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტმის პრევენცია ვერ ხერხდება, და ამ მასშტაბის სამთო დარტყმა ბოლოს 1986 წელს მოხდა.