იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია.