ტყიბულში, მინდელის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს. დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ამ წუთებში ადგილზე მუშაობს შრომის ინსპექცია.
ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. სამი კი დაშავდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.