საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სრულად დაკომპლექტდა – 4 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატების შერჩევა დასრულებულია. დღეს დეპუტატებმა უმცირესობის კვოტით, ამ კონკურსის ფარგლებში, მეორედ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს დაუჭირეს მხარი, აირჩიეს ასევე ომბუდსმენის კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა.
ხმაური მოჰყვა კაკაბაძის არჩევის საკითხს, ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობის დატოვებას აპირებს გედევან ფოფხაძე. მსგავსი დაპირისპირება ამ მოწვევის პარლამენტის უმრავლესობაში პირველია.