ახალი საგადასახადო ინიციატივა

04 აპრილი 2018, 00:00 1664 ნახვა

მთავრობა ახალი მასშტაბური საგადახადო ინიციატივებით გამოდის. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია:  გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღება; არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობა; არარეზიდენტების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღება.

სიახლის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.  მამუკა ბახტაძის თქმით, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისთვის შემოღებული იქნება გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც  გააერთიანებს 5 სხვადასხვა საგადასახადო დოკუმენტს. ფინანსური სექტორის განვითარებისთვის ინიციატივის ფარგლებში -განხორციელდება სამეწარმეო რეესტრის სისტემების დაკავშირება სხვა სისტემებთან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი