უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები

04 აპრილი 2018, 00:00 1884 ნახვა

“დღეისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას” – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.

ანგარიშის მიხედვით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ასევე წერია, რომ კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტს სავარაუდოდ, თავად უწყების ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური წარუდგენს. კანონის გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს პარლამენტს, არაუგვიანეს 15 აპრილისა, სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე აცნობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი