სპორტი მთავარში

03 აპრილი 2018, 00:00 2177 ნახვა

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლაზარე მარსაგიშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქალაქ სტრასბურგში ჩატარებულ საფრანგეთის ჩემპიონატში მარსაგიშვილმა ლიონის კლუბ "მილოს" სახელით მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში კლერმონის "ფერანდის" წარმომადგენელი ნიკოლას ტავერნესე მშრალად, ანგარიშით 8:0 დაამარცხა.  ლაზარე მარსაგიშვილი 2004-05 წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, 2006-11 წლებში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგაში მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღარეს. ინფორმაცია ამ ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. “თორნიკე შენგელიას ლიდერის თვისებები არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ბასკონია წელს პლეიოფში იღებს მონაწილეობას.” – წერია საიტზე. ამასთან ერთად  უნდა აღინიშნოს რომ თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში ორჯერ დასახელდა. მარტის თვეში კი მისი მონაგარი 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 გადაცემაა. ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში შენგელიას "ბასკონია" თურქულ "ეფესს" შეხვდება.

რუსული სპორტული მედია დღეს აქტიურად განიხილავდა საფეხბურთო კლუბ კრასნოდარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის შესაძლო დანიშვნას, გავრცელებული ინფორმაციით მას შემდეგ რაც თორნიკე ოქრიაშვილის კლუბი მთავარმა მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა დატოვა ამ პოსტზე სამი კანდიდატი განიხილება, ტულის არსენალის მწვრთნელი მიოგდარ ბოჟოვიჩი, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ გრიშინი და უზბეკური ფახთაკორის ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი სამწვრტNელო პრაქტიკა დაუგროვდა, სხვადსხვა პერიოდში შოთა არველაძე თურქულ კაიზერსპორს", "კასიმფაშას", "ტრაბზონსპორს" და თელ-ავივის "მაკაბის" დამრიგებელი გახლდათ.     

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, პირველი ტურის ორი შეხვედრა გაიმართება. განსაკუთრებულ ყურადღებას გასული  სეზონის ფინალისტების ტურინის „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის შეხვედრა იწვევს“. სევილია კი წინა ტურში „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემდეგ, ძალებს გერმანულ გრანდთან გამოცდის და საკუთარ მოედანზე მიუნჰენის „ბაიერნს“ დაუხვდება. შეხვედრები 22:45 საათზე დაიწყება. 

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2  ში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა,  ნორჩი დინამოსა და ცხინვალის მატჩში მასპინძლებმა ანგარიშით 5-1 იმარჯვეს, დუბლით იაგო დეისაძე გამოირჩა. უგულოდ დასრულდა მცხეთაში გათამაშების ლიდერ ვიტ-ჯორჯიასა და მეორეადგილოსანი გაგრას შეხვედრა. მე-5 ტური ხვალ გაგრძელდება,  წყალტუბოს სამგურალისა და ბათუმის დინამოს ხვალინდელ დაპირისპირებას აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში 14 საათზე შემოგთავაზებთ. ხვალვე შევარდენი მერანს მიიღებს, ქობულეთის შუქურა კი თელავს გაეჯიბრება. 

ამავე კატეგორიაში