სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დეპუტატების გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღების გამო დაადანაშაულა.