მოსახლეობა ნარკორეაბილიტაციის ცენტრის წინააღმდეგ

31 მარტი 2018, 00:00 1860 ნახვა

ტბელ აბუსერიძის ქუჩის 29 ნომერში მცხოვრებლები კორპუსში ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ. ცენტრი საცხოვრებელი სახლის  პირველ სართულზე მდებარეობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სამედიცინო ცენტრის არსებობით მათ საფრთხე ექმნებათ და  ხელმძღვანელობას საქმიანობის განხორციელების  უფლებას არ მისცემენ. ცენტრმა  ბათუმში მუშაობა ოფიციალურად დღეს დაიწყო.  ფინანსური დირექტორი პაატა ლეკვიაშვილის თქმით, ცენტრში  ნარკოდამოკიდებულ პირების რეაბილიტაციაზე ზრუნავენ. 

ლეკიაშვილის განმარტებით,  ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არის ლიცენზირებული და საფრთხის შემცველი არ არის. უწყების პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საქმიანობის  განხორციელების ნებართვა არ გაცემულა, ნებართვა გაცემულია  მხოლოდ სამედიცინო ცენტრის  თბილისის ერთ-ერთი ფილიალში  სტაციონალურ მკურნალობაზე.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი