ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ძირითადი რეგისტრაცია დღეს 18 საათზე დასრულდება. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგისტრირებულია: 36 ათასამდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის; 2 ათასამდე 500 - ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის; 9 000 - მდე მაგისტრანტობის კანდიდატი; 17 ათასამდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას.