ქალები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს მიიღოს თუ არა კონსტიტუციური სარჩელი არსებით განხილვაში.სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონით პოლიციელს საშუალება ეძლევა საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რაც მათი აზრით გაუმართლებელია.
ფიქრობენ, რომ სამართალდამცველი ვალდებული უნდა იყოს შესაბამისი ღონისძიება გაატაროს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ფაქტი. რას ითვალისწინებს პარლამენტში შესული კანონპროექტი, რას გეგმავს ამ მიმართულებით პროკურატურა და როგორია სტატისტიკა?