ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, პროტესტის ნიშნად, ფრაქცია ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არ ესწრებიან.
ისინი ბაღის პედაგოგებისა და კულტურის მუშაკებისთვის შრომითი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. პარტიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პირებს დაბალი ხელფასები აქვთ და ანაზღაურების სქემა გადასახედია.
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე, სპეციალური მიმართვის მიღების ინიციატივით გამოდიან. ისინი ამბობენ, რომ მმართველი გუნდის წევრებმა, საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს.
ფრაქციის წევრები კომისიის სხდომებს დაესწრებიან, თუმცა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, საკრებულოს სხდომებზე, პროტესტის ნიშნად არ შევლენ.