სპორტი მთავარში

27 მარტი 2018, 00:00 2097 ნახვა

ცოტა ხნის დასრულდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მორიგი ამხანაგური მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ვლადიმერ ვაისის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს  2:0 სძლია. პირველი გოლი სტუმართა კარში მე- 6 წუთზე ჯიმი ტაბიძემ გაიტანა. 35 ზე კი ვაკო ყაზაიშვილმა ეფექტური დარტყმით საქართველოს უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამრიგად მიჯრიტ ორ ამხანგურ შეხვედრაში საქათველოს ნაკრებმა გამარჯვებები მოიპოვა, დაამრცხა რა ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებები. მომდევნო ამხანაგური მატჩი ნაკრების მონაწილებით მიმდინარე წლის ივლისში შედგება. ჩვენი მეტოქე ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები იქნება. უკვე სექტემბრეში კი ვლადიმერ ვაისის გუნდი ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.  

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა  ევროშესარჩევი ეტაპის ფარგლებში დღეს მორიგი მატჩი გამართა, გია ცეცაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე ჯგუფის ლიდერს დანიის ახალგარდული ნაკრებს უმასპინძლა. ანგარიში 31-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა გახსნა, ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს. მეორე ტაიმში მასპინძლები ბექა მიქელთაძემ გაიყვანა წინ თუმცა დანიის ნაკრებმა წონასწორობა მალევე აღადგინა. 2:2 და საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. გია ცეცაძის გუნდი 7 ქულით მესამე ადგილზეა.  წარმატებული აღმოჩნდა დღევანდელი დღე ქართველი 17 წლამდელებისთვის რომლებმაც მაკედოანიას დიდი ანგარიშით 6:1 სძლიეს, ზურიკო დავითაშვილმა პოკერი გაიფორმა ამ მატჩში და რაც მთავარია გიორგი ნემსაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 
ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ევროპირველობის პარალელურად, ზურაბ აზამიაფარაშვილმა ჭადრაკის ევროპის კავშირის პრეზიდენტობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა გამეორებით წარადგინა. მოქმედმა პრეზიდენტმა საზოგადოებას 4 წლიანი პროგრამა გააცნო. შეხვედრას  ლიტვის ფინანსთა მინისრი დანა რეიზნიცე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ. არჩევნები ბათუმში სექტემბერში დაგეგმილი ოლიმპიადის პარალელურად ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში