ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები-შეხვედრა დაცულ ტერიტორიებზე

26 მარტი 2018, 00:00 1931 ნახვა

ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე, კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ არ უნდა შეუქმნას მწერმა დისკომფორტი ტურისტებს – ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს ესაუბრა, თავად კი არსებული სიტუაციის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

გიორგი ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონსა და პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც ახალი ეკოტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რათა ტურისტებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და სერვისით შეხვდნენ.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი