ფოტო: არქივი
ტყიბულში სამუშაოს შესრულების დროს მუშა გარდაიცვალა, როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, სავარაუდოდ, 45 წლის მამაკაცი ჩამონგრეული მაღაროს ნარჩენების ქვეშ მოყვა.
შემთხვევა დღეს, 26 მარტს, მოხდა. ამ წუთებში, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები.
გარდაცვლილი 45 წლის მამაკაცი, გვირაბის გაყვანის სამუშაოებში მონაწილეობდა. ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით “ჯორჯიან მანგანეზში” განაცხადეს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ჩამოიშალა ჭერის ნაწილი, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანია დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქრათველოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბოლო 6 წლი სგანმავლობაში, 1209 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთა რიცხვი კი გაცილებით დიდია.
აჭარაში კი, სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან მხოლოდ 2017 წლის პირველ ნახევარში 18 ადამიანი.