სპორტი მთავარში

23 მარტი 2018, 00:00 4095 ნახვა

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე მე-13 სატურნირო დღე დასრულდა, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ამჯერად, იაპონელ მეოთხე მაეგაშირას რანგის მქონე შოდაის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ მარცხი განიცადა. 8 გამარჯვება და 5 მარცი ასეთია ქართველი იმპერატორის მონაგარი ამ ეტაპზე. მიმდინარე ბაშოს მთავარი მიზანი ტოჩინოშინმა უკვე შეასრულა და შეჯიბრებას დადებითი ბალანსით დაასრულებს, რაც მას საშუალებას მისცემს მაისის ბაშოზე ოძეკის წოდებისთვის იბრძოლოს. ხვალ კი ლევან გორგაძე ასევე იაპონელ სუმოტორის, მეხუთე მაეგაშირას წოდების მქონე ჩიომარუს დაუპირისპირდება. 

დღეს ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა მშვილდოსნობაში. შეჯიბრზე თბილისის ქუთაისისა და აჭარის 40 -მდე სპორტსმენი ასპარეზობს.  აღსანიშნავია ისიც რომ შეჯიბრი პარასპორტსმენებს შორისაც იმართება. გამარჯვებული მშვილდოსნებისგან საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ანატალიაში საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი კვირას 25 მარტს დასრულდება.

ბათუმში მიმდინარე ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატის მორიგი ტურის შემდეგ სასტუმრო შერატონში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა  ბათუმის საჭადრაკო „კლუბ“ ნონას ნორჩ სპორტსმენებთან საჭადრაკო სეანსი გამართა. აქციის მიზანი დამწყები მოჭადრაკეებისთვის მოტივაციის ამაღლება იყო.

ამავე კატეგორიაში