აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის 8 მსუბუქ ავტომანქანას შეიძენს. ტენდერი სამინისრტომ გუშინ გამოაცხადა, გამარჯვებული 2 აპრილს გამოვლინდება. ტენდერისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი. პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის უკვე ნაყიდია 43 ავტომობილი და ამ ტენდერით პროექტი დასრულდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის ექიმები საბოლოოდ აღიჭურვებიან ავტომანქანებით, რაც მათი მომსახურების ხარისხს გაზრდის. ავტომობილების შენახვის ხარჯებს მუნიციპალიტეტები გაიღებენ.