საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადადგომას ითხოვს

21 მარტი 2018, 00:00 2547 ნახვა

''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია'' და ''კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციასზე განაცხადეს, საქმე ეხება სისხლის სამართლის ორ საქმეს.

პროკურატურამ კვალიფიკაცია ჯერ შეცვალა, მოგვიანებით კი ორივე მიმართულებით დაიწყო გამოძიება – თავდაპირველად ეს იყო ბავშვის ცემის ამბავი, რაშიც მშობლები: თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე მოსამართლეს სდებენ ბრალს, მოგვიანებით კი პირიქით მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარაში დასდო პროკურატურამ ბრალი ხაჭაპურიძეს და ხაჩიძეს, შესაბამისად დაზარალებულის სტატუსი აქვს მოსამართლეს. შემთხვევა 2016 წლის ზაფხულში, გონიოში პლაჟზე მოხდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში