''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რეგიონის მთავრობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. გია აბულაძის განცხადებით, რუსთაველის 51 ნომერში კომპანია „ალიანს ფრივილიჯი” 54 სართულიან კომპლექსს ნებართვის გარეშე აშენებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჩამოწერილ ჯარიმებსა და კომპანიების მიმართ სამშენებლო ვადების გაზრდაზეც საუბრობს.
კითხვაზე რატომ იყენებდა მსგავს პრაქტიკას ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. პასუხობენ, რომ ისინი ამ ფორმით ბიზნესს უწყობდნენ ხელს, ზურაბ პატარაძე კი პირადი ინტერესებისთვის იყენებს. ოპოზიცია გმირთა ხეივნის ტერიტორიაზეც საუბრობს, სადაც მათი თქმით, კორუფციული გარიგებების შედეგად სასტუმროების ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსები შენდება. დღეს ამ განცხადებებით პარტიის წვერები მთავრობის თამვჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ზურაბ პატარაძე ბათუმში არ იმყოფებოდა.