ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი  10 სტუდენტს დაფინანსებას სთავაზობს

20 მარტი 2018, 00:00 2938 ნახვა

''ბაუ ბათუმის'' საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზება აბიტურიენტებს. სამედიცინო სასწავლებელი ქართველ სტუდენეტებს შანსს აძლევს შიდა დაფინანსება მოიპოვონ. ამისთვის რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო, მათ შორის აუცილებელია აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბაროს, რის შემდეგაც გასაუბარება ჩატარდება. შერჩეული 10 აპლიკანტი 50%-მდე დაფინანსებას მიიღებს და ამ დახმარებით სწავლის დასრულებამდე _ 6 წლის განმავლობაში ისარგებლებს.

''ბაუ ბათუმის ''საერთაშორისო უნივერსიტეტი მსგავს პროექტს წინა წლებშიც ახორციელებდა. სასწავლებელში ორი ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებმაც 100 პროცენტიანი შიდა გრანტი მოიპოვეს და მათთვის სწავლა უფასოა. სამედიცინო კლინიკის ბაზაზე არსებული საერთაშორისო სასწავლებელი წელს სტუდენტების მეოთხე ნაკადს ღებულობს. სტუდენტების უმრავლესობა, ისევე როგორც ლექტორები უცხოელები არიან და სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში