იყო თუ არ თამაშგარე მდგომარეობა? - 22 წლის ქართველი ფეხბურთელის დრიბლინგი

19 მარტი 2018, 00:00 4108 ნახვა

''ლა ლიგას'' ჩემპიონატში, გუშინ გამართულ მატჩში, გულშემატკივრებს, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ თავი განსაკუთრებული გოლით დაამახსოვრა.

თამაშის მე-40 წუთზე, მარჯვენა მცველის დრიბლინგი, რომელიც თავადვე დაასრულა არაჩვეულებრივი გოლით, ​​გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.  

ფეხბურთელმა ვიდეო საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დადო კითხვით, იყო თუ არ თამაშგარე მდგომარეობა? 

კაკაბაძე 22 წლისაა და იგი ''ხიმნასტიკ ტარაგონაში'' თამაშობს. 

თამაში გუშინ, 18 მარტს, გაიმართა. ​ესპანეთის მეორე დივიზიონის 31-ე ტურში, ერთმანეთს ''ხიმნასტიკ ტარაგონა'' და ''კორდობა'' შეხვდა. 

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი