ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურში კვლევებს აწარმოებენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.