სპორტი მთავარში

16 მარტი 2018, 00:00 2576 ნახვა

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეექვსე სატურნირო დღეს,ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე მორიგ მეტოქეს დაუპირისპირდა,ამჯერად მის წინააღმდეგ პირველი მაეგაშირას რანგის მქონე,იაპონელი სეკიტორი,ენდო წარსდგა,შეხვედრა დაძაბული გამოდგა,ორივე წვდნენ მავაშებს და ცდილობდნენ ერთმანეთის დოჰიოდან გაძევებას,თუმცა საბოლოოდ ჩვენებურმა ულამაზესი კოტენაგეთი,იაპონელს გდება მოუტანა და მე-4 გამარჯვება იზეიმა,ამ წუთისათვის მისი მოგება-წაგების ბალანსი 4-2, ხვალ ლევანი არავაშის დაუპირისპირდება

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დღეს მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა, დინამო არენაზე თბილისის დინამომ სამტრედიას უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია.  დედაქალაქელთაგან გოლები  ზივზივაძემ, შულაიამ და კუციამ გაიტანეს. სტუმართაგან კი თავი ლუკას ვეილიმ გამოიჩინა.  ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონის ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის ლოკომოტივის დაპირისპირებაში კი ორი გოლი გავიდა, ტური ხვალ და ზეგ გაგრძელდება ჩიხურა რუსთავს შეხვდება სიონი კოლხეთს, საბურთალო კი დილას უმასპინძლებს. ორი მატჩი გაიმართა დღეს ეროვნულ ლიგა ორში, ვიტ ჯორჯიამ მარტვილის მერანი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0, თელავისა და გაგრას მატჩი კი ფრედ 1;1 დასრულდა.. მესამე ტურის ბოლო მატჩი ხვალ ქუთაისში გაიმართება სადაც ქობულეთის შუქურა და ბათუმის  დინამო ითამაშებენ.  

საქართველოს მორგაბეთა ნაკრები, 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რუმინეთთან რევანშის ასაღებად ემზადება. ბორჟღალოსნები შარშან დათმობილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად იბრძოლებენ.  ქართველმა მორგბეებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგეს და ჯგუფში 19 ქულით ლიდერობენ, რუმინელები კი მხოლოდ ესპანელებთან დამარცხდნენ და 14 ქულით მეორე ადგილზე არიან. მატჩი კვირას, 18 მარტს, დინამო არენაზე, 16:00 საათზე დაიწყება. 

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭიყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ბარსელონა - რომა სევილია - მიუნჰენის ბაიერნი იუვენტუსი - რეალი და ლივერპული - მანჩესტერ სიტი. პირველი მატჩები 3 და 4 აპრილს გაიმართება, საპასუხოები კი 10 და 11 აპრილს. მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ ევროპის ლიგის გათამაშებაში: ლაიპციგი – მარსელი არსენალი - მოსკოვის ცსკა მადრიდის ატლეტიკო - სპორტინგი და ლაციო - ზალცბურგი. შეგახსენებთ რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 26 მაისს კიევში გაიმართება. ევროპის ლიგის ფინალს კი 16 მაისს ლიონი უმასპინძლებს. 

ინდიან ველსის მასტერსის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერმა კორეელი ჰეონ ჩანგი ორ სეტში 7:5 6:1 დაამარცხა.  ფედერერმა ამ მოგებით, რეიტინგში პირველი ადგილი გაინაღდა და საკუთარი 12 წლის წინანდელი რეკორდი - სეზონის სტარტზე ზედიზედ 16 მოგებული შეხვედრა გაიმეორა. ლეგენდარული შვეიცარიელი ტურნირის ნახევარფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება, მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22 საათზეა ჩანიშნული. კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ქიურეი რაიონიჩის და დელ პოტრო კოლშრუბერის შეხვედრებში გაირკვევა. გოგონათა შორის კი ნახევარფინალებში კასატკინა ვენუს ვილიამსი და სიმონა ჰალეპი ნაომი ოსაკა იასპარეზებენ.  

ამავე კატეგორიაში