ხულოში, სხალთის ეპარქიაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გაძარცვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს ეკლესიიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ფაქტის შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რც ქურდობას გულისხმობს.
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი XII საუკუნის ძეგლია.